logo
ENG


ჩუგოშვილი: პრეზიდენტთან განვიხილეთ, რა გავაკეთოთ, რომ პოლარიზაცია ჯანსაღი პროცესით შეიცვალოს
  • 1003ნახვები

შეხვედრა ამ თემას შეეხებოდა - რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის პოლარიზაცია, რომელიც ძალიან მძიმე ფორმით არის ჩვენს ქვეყანაში, შეიცვალოს უფრო ჯანსაღი და კონსტრუქციული პროცესით. ძალიან კარგი და სწორია, რომ ასეთი ინიციატივა პრეზიდენტს აქვს და ჩემი პირადი დამოკიდებულებაა, რომ ყველანაირად ვეცდები, ამ პროცესში ხელი შევუწყო, თუ ამის შესაძლებლობა მექნება. მართლმსაჯულება არის ცალსახად ერთ-ერთი საკითხი, რომელიც პრობლემურია ამ ქვეყანაში, სამართლიანი სასამართლო და ნდობა მართლმსაჯულების სისტემის მიმართ.

თქვა პოლიტიკოსმა და ქართული ოცნების ყოფილმა წევრმა თამარ ჩუგოშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ. ზურაბიშვილი "ეროვნული თანხმობის პროცესის" ფარგლებში პოლიტიკოსებს ინდივიდუალურად ხვდება.



ასევე ნახეთ
close დახურვა