logo
ENG


გამყრელიძე: წამალი ვაქცინას არ შეცვლის, საჭირო იქნება ისევ და ისევ ვაქცინაცია
  • 762ნახვები

წამალი ვაქცინას არ შეცვლის, საჭირო იქნება ისევ და ისევ ვაქცინაცია, რადგან ამ პანდემიის დამთავრების გზა გადის მოსახლეობის ვაქცინაციაზე. მთელი მოსახლეობის 75% უნდა იყოს აცრილი. წამალი პაქსლოვიდი, რომელსაც გუშინ მიეცა ავტორიზაცია, ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. ეს წამალი ორი ანტივირუსული წამლისგან შედგება და კვლევებში აჩვენა 90%-იანი ეფექტიანობა გართულების და სიკვდილიანობის პრევენციის თვალსაზრისით. ჯანდაცვის სამინისტრი დიდი ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ფაიზერთან ამ წამლის მისაღებად და საქართველოში ის ხელმისაწვდომი იქნება. 

განაცხადა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ვაქცინაციის საბჭოს შემდეგ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა