logo
ENG


სიმონიშვილი ინსპექტორზე: პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივებიც შეგვიძლია დავინახოთ
  • 557ნახვები

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების უკან მარტივად შეგვიძლია დავინახოთ პოლიტიკური ანგარიშსწორების მოტივებიც.

ის, რომ სამსახურის საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემებზე ზედამხედველობის ფუნქცია გასამიჯნი იყო, დიდი ხანია ამის თაობაზე ვსაუბრობთ და თავიდანვე არასწორად გააკეთა ეს იუსტიციის სამინისტრომ.

თუმცა, რეალურად ამ ინიციატივის მიღმა კონკრეტულად მოქმედი ინსპექტორის საწინააღმდეგო ნაბიჯებიც შეგვიძლია დავინახოთ და სამსახურის გაუქმებით მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა შეიძლება მოჰყვეს ან ის ჩამოაშორონ საგამოძიებო ნაწილს, სადაც ხელისუფლებას აქვს პოლიტიკური ინტერესები და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორად დატოვოს.

ამას მაფიქრებინებს ის, რომ კანონპროექტი ინსპექტორის სამსახურთან კონსულტაციის გარეშე შემუშავდა და მათთვის უცნობია ამ ინიციატივის შინაარსი.

კითხვებს ბადებს ამ ინიციატივის წარდგენის დროც, ინსპექტორის ბოლო დროინდელი კრიტიკული განცხადებების და ობიექტურად გადადგმული ნაბიჯების შემდეგ.

ამდენად, ორი რაღაც უნდა გაითვალისწონოს პარლამენტმა:

1. კანონპროექტის განხილვა არ უნდა მოხდეს დაჩქარებული წესით;
2. ინსპექტორს ვადაზე ადრე არ უნდა შეუწყდეს უფლებამოსილების ვადა და ის ვადამდე არ უნდა ჩამოშორდეს საგამოძიებო უფლებამოსილებას.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლების ნაბიჯები პოლიტიკური ანგარიშსწორება იქნება და მეტი არაფერი.

წერს Facebook-ზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივასთან დაკავშირებით. იდეა საპარლამენტო უმრავლესობას ეკუთვნის.



ასევე ნახეთ
close დახურვა