logo
ENG


მარგველაშვილი სააკაშვილზე: ჩემთვის ის არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი
  • 670ნახვები

შეხვედრის ძირითადი ნაწილი ვსაუბრობდით უსაფრთხოების გარემოზე, რაც საქართველოს წინაშეა. დეტალურად მიმოვიხილეთ საქართველოს ირგვლივ შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობა, რომლის მთავარი აქტორი რუსეთია. რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკა რეგიონში, რომელიც უშუალოდ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილისთვის ახლობელ უკრაინას, ავტომატურად სარკისებურად აისახება საქართველოს უსაფრთხოების გარემოზე.

ჩემთვის, ადამიანი, რომელიც აქ არის პატიმრობაში, არის ხაზგასმით პუტინის პატიმარი. ამას უნდა გავუსწოროთ თვალი, რომ პუტინთან დაპირისპირებაში გამორჩეული პოლიტიკოსი, არამხოლოდ საქართველოში... რამდენიც არ უნდა გვქონდეს უთანხმოება ერთმანეთთან ან წარსულში, ან მომავალში, პუტინის ინტერესშია, რომ ეს ადამიანი ქართველების მიერ იყოს დაპატიმრებული და გამოკეტილი. ეს არის ჩემი პირადი შეფასება ვიტარების, განსაკუთრებით, იმის შემდეგ, რაც ვისაუბრეთ. 

თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა