ბატონი პრეზიდენტი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ. ჩვენი ორივეს განწყობაა, ვურჩიოთ ამ ადამიანებს, რომ თუ შესაძლებელია, მოუფრთხილდნენ თავის თავს და ამ შიმშილობის განელების თუ დამთავრების მოტივაცია შეიქმნას. ძალიან დარდობს ბატონი პრეზიდენტი ამ საკითხზე.
თქვა გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ენმ-ის ოფისში ათობით ადამიანი 21 დეკემბრიდან შიმშილობს.