[სააკაშვილის] მკურნალობა დასრულდა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. იგი იყო გაწერილი საავადმყოფოდან. ბუნებრივია, პატიმარი ვერ იქნება სამკურნალო დაწესებულებაში მაშინ, როდესაც დასრულებულია მკურნალობა და იგი გაწერილია შესაბამისი ჰოსპლიტლიდან.
ამბობს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. სააკაშვილის თქმით, გუშინ, 27 დეკემბერს ძალის გამოყენებით გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან ციხეში მის გადაყვანას ცდილობდნენ, რის გამოც ცუდად გახდა.