logo
ENG


ბურჯანაძე ინსპექტორის სამსახურის გაუქმებაზე: არანირი ლოგიკა არ აქვს იმას, რაც კეთდება
  • 843ნახვები

არანირი ლოგიკა და ახსნა არ აქვს იმას, რაც აქ კეთდება. ეს არის კლასიკური კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის უფლებებს არღვევს და მერწმუნეთ, ამ გადაწყვეტილებით ისტორიაში შეხვალთ, ოღონდ ეს არ იქნება ისტორიის კარგი მხარე. ამას გულდანანებით ვამბობ იმიტომ, რომ ჩვენს შორის აზრთა სხვადასხვაობისა, თქვენ ჩემი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენთ. იმ ქვეყნის, რომელიც ძალიან მიყვარს და ძალიან მრცხვენია დღესდღეობით. მრცხვენია იმ სამი ადამიანის, რომელსაც დღე და ღამე აქვს გათენებული სამსახურში და დღეს თურმე ვისმენთ, რომ მათი სამსახური 5 დღეში უნდა გაუქმდეს. 

სახალხო დამცველის მოადგილემ, გიორგი ბურჯანაძემ ქართული ოცნების წევრებს გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მიმართა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტს განიხილავენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა