დასუსტებული ჯანმრთელობით მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის ის, რაც სურს მის პოლიტიკურ ოპონენტებს, მათ შორის ბატონ ივანიშვილს. ამიტომ ვერ ჩავთვლი სწორ ნაბიჯად ახლა მის მიერ შიმშილობის გამოცხადებას. ეს ყველაფერი ვუთხარი, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მან უნდა მიიღოს. იმედია ამ რჩევას გაითვალისწინებს. რადგან ამით ერთადერთი ვინც ხეირობს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც სურს ჯანმრთელობით დასუსტებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
განაცხადა მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ, რომელმაც მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულა.