logo
ENG


მინისტრი: თუ ომიკრონის შემთხვევები გაიზრდება, სისტემა ნებისმიერი გამოწვევისთვისაა მზად
  • 934ნახვები

1000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის შემთხვევა. დადებითი, რაც შეიძლება ითქვას, ომიკრონის მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა. 

შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევები, სისტემა სრულად მობილიზებულია და მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერისა და მერცის მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა.  

ამის შესახებ ჯანდაცვის ახალმა მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა