logo
ENG


ხაზარაძე ივანიშვილს: ბრძოლა გრძელდება, პირადად ვპირდები, რომ ანაკლიას აუცილებლად ავაშენებ
  • 612ნახვები

მინდა, ბატონ ბიძინას [ივანიშვილს] მივმართო გულის წყვეტით, რომ მან ისტორიული შანსი გაუშვა ჩვენი ქვეყნის აღორძინების. მე გულით მჯეროდა, ისევე, როგორც ასიათასობით ქართველს, რომ 2012 წელი, რომელიც კარგად დაიწყო, ასევე დამთავრდებოდა 9 წლის ბოლოს - ძალიან ცუდად. ეს არ არის ქართული ოცნება, არ არის ეს ქართველი კაცის ოცნება, რაც თქვენ საქართველოში მოახდინეთ ამ წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა რომ მმართველობაში ხართ, უმცირესობაში ხართ, მიუხედავად იმისა, რომ გგონიათ ყველა ცხენზე ზიხართ, სამწუხაროა, რომ პროექტი ქართული ოცნება ჩავარდა, ჩაფლავდა. ამის საფუძველს მე მაძლევს რიგითი მოქალაქის ჯიბე, რიგითი მოქალაქის ის მდგომარეობა, რაშიც ქართველი კაცი ჩავარდა, ის ემიგრაცია და ის განწყობა რომელიც ამ ქვეყანაში მოკალით. ეს განწყობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი.

ბრძოლა გაგრძელდება, მე მინდა პირადად მას დავპირდე, რომ  ანაკლიას აუცილებლად ავაშენებ. ავაშენებ ანაკლიის უკან დიდ ქალაქს, თავისუფალ ეკონომიკურ ზონას, ისეთს, როგორიც დუბაიმ დაიწყო და ირლანდიამ დაიწყო. დავიწყებთ ახალ ფურცელს აფხაზეთთან ურთიერთობის, წალენჯიხაში განვახორციელებთ ძალიან სერიოზულ პროექტებს, რადგან ასევე გამყოფ ზოლთან გვაქვს საქმე, სამეგრელოს გავაძლიერებთ, რადგან სამეგრელოშია ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გასაღები, ეკონომიკას აღვადგენთ, ამ სასამართლო სისტემას შევცვლით. ამ საქმეს, ამ ქვეყნის გაერთიანებას, ბადრისთან [ჯაფარიძესთან] ერთად მივუძღვნი მთელს ჩემს სიცოცხლეს. 

ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ფორმულას ეთერში, გადაცემა "პოლიტიკის ფორმულაში" მიმართა ქართული ოცნების დამფუძნებელს ბიძინა ივანიშვილს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა