თურმე, ფულის გათეთრებაში არ მიმიღია მონაწილეობა და ვყოფილვარ თაღლითი. დღეს გაირკვა, სამი წლის შემდეგ. სამი წელი რას იძიებდა პროკურატურა, არ ვიცი. თავზე დაემხოთ ყველაფერი, ეს ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით და ასევე დაემხობათ ყველაფერი თაღლითობაზეც. რა თაღლითობა, რის თაღლითობა? მამუკა ხაზარაძეა თაღლითი, ბადრი ჯაფარიძე თუ მე ვარ თაღლითი? რაში ვართ თაღლითები?
ამბობს ავთანდილ წერეთელი ფორმულასთან საუბრისას. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ.