მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს, ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!
ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება, სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს. ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის რომ ამ მასკარადის მომწყობებთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...
ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც! მადლობა ყველა გულშემატკივარს.
წერს ლელოს ლიდერი მამუკა ხაზარაძე facebook-ზე. ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთელს პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო არ დააპატიმრებენ.