logo
ENG


ხაზარაძე: ანაკლიიდან გამოგვაგდეს? წალენჯიხიდან გავაგრძელებ
  • 719ნახვები

ვიწყებ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრებს. წინასაარჩევნოდ და კარდაკარ კი არა, პირისპირ შეხვედრებს, ახსნას, რა არის გამოსავალი, იმედის მიცემას. ამავე დროს, წალენჯიხის პროექტი, რომელზეც მე ვმუშაობ არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, რომელიც იქ არის ჩამოყალიბებული და საზოგადო მოღვაწეებთან, რომლებიც განცალკევებით არიან - მათი თავმოყრით ვარ დაკავებული. ორი ფაქტორის გამო - წალენჯიხაში დემოკრატიული პროცესი მოხდა და წალენჯიხელებს კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ვაჟკაცობა გამოიჩინეს და ამხელა მეტასტაზებით გაჯერებულ მმართველობაში მოახერხეს ოპოზიციური მმართველობა შემოიტანეს. და მეორე, საოკუპაციო ხაზია წალენჯიხა. თუ გინდა, რამეს მიაღწიო, დიდი მიზანი უნდა დაისახო. ჩვენი დიდი მიზანი არის გაერთიანება და აფხაზებთან ახალი ფურცლის დაწყება. თუ ამაზე არ ვისაუბრეთ და ქმედებები არ დავიწყეთ, ეკონომიკას ვერ ავაშენებთ. 

ანაკლიიდან გამოგვაგდეს? წალენჯიხიდან გავაგრძელეთ. მეორე ნაბიჯი იქნება ანაკლია. მესამე იქნება გაცილებით დიდი რაღაცები. 



ასევე ნახეთ
close დახურვა