logo
ENG


სააკაშვილი: მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ თავი გაწირა, ამათ გლდანის ციხეში ათრიეს
  • 1826ნახვები

მინდა შეგახსენოთ, რას სთხოვდნენ გიორგი ანწუხელიძეს იმ ვიდეოში, ვისაც არ გინხავთ: პირველი - აკოცე ქართულ მიწას და მეორე მოთხოვნა იყო დედა შეაგინე მიშას, ესე იგი საქართველოს მთავარსარდალს. მე რომ იქ ვყოფილიყავი, ვიტყოდი: გიორგი დედაც შემაგინე, შემაფურთხე, ოღონდ შენი სიცოცხლე გადაირჩნე. ანწუხელიძემ არც მიწას აკოცა და არც მთავარსარდალი მოიხსენია აუგად, რომელსაც ამით არაფერი დააკლდებოდა, პირიქით ერთი მებრძოლის სიცოცხლეს გადავარჩენდით.

მთავარდსარდალი, ვის გამოც ანწუხელიძემ სიცოცხლე გაწირა, რათა აუგად არ ეხსენებინა, ამათ გლდანის ციხეში მიწაზე ათრიეს, ყველანაირი შეურაცხყოფა მომაყენეს რაც არსებობს. გორის ჰოსპიტალში, სადაც დაცული უნდა ვყოფილიყავი, 8 კაცი დამახტა საწოლზე და მახრჩობდა 200/110 წნევით. იმ ადგილთან ახლოს, სადაც გიორგი ანწუხელიძემ სიცოცხლე გასწირა, რომ ჩემთვის დედა არ შეეგინებინა. თქვენ გესმით, ვის ხელშია ჩავარდნილი საქართველო?! გესმით, ვის ასამართლებენ და ვინ ასამართლებს?! გესმით, რომ გვაქვს ძალიან ცოტა დრო და ძალიან ბევრი სამუშაო?!

განაცხადა მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე სიტყვით გამოსვლის დროს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა