logo
ENG


ცერცვაძე: პირბადეების დაბალი მოხმარება არის ხელისუფლების ბრალიც და მოსახლეობისაც
  • 710ნახვები

სუსტი ადგილები არის ვაქცინაციის დაბალი მოცვა, ეს არის ყველაზე სუსტი ადგილი, ახლა ეს მთავრობის ბრალია, ჯანდაცვის სამინისტროსი, თუ მოსახლეობის ძალიან რთული სათქმელია, საბოლოოდ ყველაფერი მიდის მთავრობამდე, რომ მთავრობას უნდა გაეკეთებინა რაღაც. შესაძლებელი ყველაფერი გააკეთეს. შემოიტანეს ხუთი საუკეთესო ვაქცინა, ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები, კარდაკარ სიარული სოფელში, რაიონებში, დარწმუნება, მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ? შესაძლებელი ყველაფერი გააკეთეს. პასუხი იქნება ასეთი - შეუძლებელი უნდა გაეკეთებინათ. ინოვაციური მიდგომები უნდა გამოენახათ, რომ ასე სკეპტიკურად განწყობილი საზოგადოება "ეიძულებინათ" - არა ძალით, არამედ დარწმუნებით, რომ აცრა ყოფილიყო მეტი, ეს არის ყველაზე სუსტი ადგილი. 

მეორე სუსტი ადგილი, რომელსაც არაფერი უნდა, აქ კი მთავრობის ბრალიც არის და მოსახლეობისაც, ეს არის პირბადეების დაბალი მოხმარება. ამას რა უნდა? - გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივი ვცეთ ჩვენს ასაკოვნებს, ოჯახის წევრებს, მოხუცებს, 50 გარდაცვლილი ყოველ დღე როგორ შეიძლება?! პირბადეების ტარება, მოსახლეობის პასუხისმგებლობა და ქვეყნის ხელმძღვანელობის მხრივ აღსრულებაზე კონტროლი - ეს ორი არის სუსტი ადგილი, ძალიან სუსტი ადგილი. თუ ეს ორი გამოსწორდება, თუნდაც სანახევროდ გამოსწორდება, გაძლევთ გარანტიას, რომ ჩვენ სხვებზე უკეთ დავძლევთ ომიკრონის გამოწვევას, ოღონდ ვაქცინაციამ უნდა მოიმატონს 2-ჯერ, ან 3-ჯერ მაინც და პირბადეების ტარებამ უნდა მოიმატოს სულ ცოტა 2-ჯერ მაინც, თუ ახლა არის 30%, არ ვამბობ 90%-ს, რომელიც არის მსოფლიოში, 60% მაინც უნდა გახდეს.

განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის გადაცემაში თავისუფალი სტუდია.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა