logo
ENG


გამყრელიძე: ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% ომიკრონია, თბილისში - 65%
  • 804ნახვები

ჩვენი მათემატიკური მოდელირებით, ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 50% არის ომიკრონი, ხოლო თბილისში, სადაც შემთხვევების ყველაზე მეტი რაოდენობა გვაქვს და ინციდენტობა ყველაზე მაღალია, აქ ომიკრონის წილია 65%. რეგიონებში ეს წილი არის 30%-35%-ის ფარგლებში.

ინციდენტობის მაჩვენებლით თბილისს მოსდევს აჭარა და შემდეგ გურია. ომიკრონის ცირკულაცია მნიშვნელოვანია, თბილისის შემდეგ ომიკრონით მეორე ადგილზე გახლავთ იმერეთი, შემდეგ აჭარა და შიდა ქართლი.

თქვა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ. 18 იანვრის მონაცემებით, კორონავირუსის 7 521 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა.



ასევე ნახეთ
close დახურვა