გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს. უდიდესი დღესასწაულია ქრისტიანულ სამყაროში. იკურთხება წყალი, ეს წყალი უნდა იყოს შენარჩუნებული მთელი წლის განმავლობაში.
ნათლისღება არის იმდენად დიდი დღესასწაული, რომ ყოველი ადამიანი უნდა ეზიაროს. ეს მადლი უნდა მიიღოს ყოველმა ადამიანმა.
წმინდა სამების დღესასწაულია. ხმა უფლის მამისა, მადლი უფლისა გარდამოდის ხალხზე. ეს მადლი იცავს ყველა ადამიანს, ხილული და უხილავი მტრისგან.
არის მრავალი განსაცდელი ადამიანის წინაშე მაგრამ ჩვენ უნდა გავხსოვდეს რომ ღმერთი იცავს ყველა ადამიანს ამ განსაცდელიდაგან.
განაცხადა კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულის ქადაგებისას.