პანდემიის ეს ტალღა მიდის "სწორი-მიმართულებით", შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.
დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ >10 ათასზე შემთხვევა იქნება რამაც არ უნდა შეგვაშინოს!
წერს ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი Facebook-ზე. ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 7 947 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 31 ადამიანი გარდაიცვალა.