logo
ENG


ზალკალიანი: უკრაინას მხარდაჭერა აქვს, ვერ მივიღებ კრიტიკას მათგან, ვინც დაუშვა ოკუპაცია
  • 462ნახვები

ვინ გვაკრიტიკებს? გაგიგიათ ერთი კრიტიკა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების? ცდილობენ შექმნან ნარატივი და საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში, თითქოს ჩვენ ვართ რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის განმახორციელებლები და ისინი არიან ყველაზე დიდი პატრიოტები. თავად არ იყვნენ ხელისუფლებაში, რომ დაუშვეს რუსეთის აგრესია და ოკუპაცია? ეს არის მიუღებელი, ორმაგი სტანდარტი და ამორალური. უკრაინას ძალიან სერიოზული მორალური და პოლიტიკური მხარდაჭერაც აქვს, ამიტომ ვერ მივიღებ კრიტიკას ვერც ვერანაირი ექსპერტისგან და ვერც ჩვენი ოპონენტებისგან, იმ ადამიანებისგან, რომლებმაც დაუშვეს რუსეთის ოკუპაცია. 

თქვა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პალიტრანიუსის ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" საუბრისას.



ასევე ნახეთ
close დახურვა