logo
ENG


გაბუნია: მწვანე ბარათს აუცილებლად მოუწევს რევიზია, ომიკრონმა ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა
  • 675ნახვები

პანდემიის მიმდინარეობა იმდენად დინამიურია, რომ ინტერვენცია, რომელიც ერთი, ან თუნდაც ორი თვის წინ დაიგეგმა, არ გამოდგება დიდი ხნის მანძილზე. ევროპამაც შეცვალა მწვანე საშვის კრიტერიუმები. ძალიან ცუდია, რომ ხშირია ასეთი შემთხვევები, როდესაც რაღაცნაირად ხდება უგულვებელყოფა და ღიად აცხადებს ზოგიერთი ბიზნესობიექტი, რომ მწვანე საშვის მოთხოვნები მისთვის არაფერს არ ნიშნავს.

მწვანე საშვმა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ვაქცინაციის სტიმულირებისთვის. [...]

მწვანე ბარათს აუცილებლად მოუწევს რევიზია, რადგან, ზოგადად, სიტუაცია იცვლება, ომიკრონმა ბევრი რამ სხვანაირად დაგვანახა და, ზოგადად, სხვა ქვეყნებიდან გამოცდილებაც სხვანაირი მოდის. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის შემდეგ ამ საკითხს დავუბრუნდებით და ანალიზიც გაკეთდება იმის, რაც აქამდე იყო. მთავარი არის ის, რომ რაც იქნება რეგულაცია, იყოს აღსრულებადი და მიმღებლობა იყოს იმგვარი, რომ ამან ხელი შუეწყოს დანერგვას, არ გამოიწვიოს სოციალური პროტესტი და მთელი რიგი ისეთი საკითხები, რაც თავიდანვე განაპირობებს ამა თუ იმ ინტერვენციის დისკრედიტაციას.

თქვა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ პალიტრანიუსის გადაცემაში "თავისუფალი სტუდია".



ასევე ნახეთ
close დახურვა