logo
ENG


სარჯველაძე რეზოლუციაზე: ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთზე განცხადება
  • 700ნახვები

არავითარი ზედმეტი სიფრთხილე - ეს არის სწორი დიპლომატია, სწორი პოლიტიკა, ეს არის სწორი პოზიციონირება ყველაფრიდან გამომდინარე, როდესაც ხარ ზედმიწევნით ზუსტი, იმ ვითარების რელევანტური, რომელიც არსებობს. [...]

ვკანკალებთ, კი და ამიტომ არასდროს გამიკეთებია რუსეთთან დაკავშირებით რაიმე განცხადება - რისი გაგონება გინდათ ჩემგან ახლა ჩემს შიშზე რომ აკეთებთ აქცენტს?! ვის ეშინია?! კომიკურია, როდესაც თითქოს ისე გამოჰყავთ ვითარება, რუსეთთან მიმართებით ჩვენი პარტიის რომელიმე წარმომადგენელს რამეზე უკან დაეხიოს, როდესაც განცხადება აქვს გასაკეთებელი. ეს არაა სწორი.

 

თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტში, სადაც ჟურნალისტმა მას ჰკითხა, ეშინია თუ არა ქართულ ოცნებას რუსეთის ხსენება რეზოლუციაში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა