logo
ENG


სამხარაძე: საქართველო ბევრად უფრო წინ არის ნატოში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე უკრაინა
  • 502ნახვები

ერთია, რომ ერთიან კონტექსტში განვიხილებით, მეორე – აუცილებლად უნდა ითქვას, და ეს ყველამ იცის ისედაც, რომ საქართველო ბევრად უფრო წინ არის ნატოში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე უკრაინა, იმიტომ, რომ ჩვენ ბევრად უფრო მეტი რეფორმა გვაქვს განხორციელებული და ბევრად უფრო თავსებადი ვართ ალიანსთან დღეს, ვიდრე უკრაინა. დაწყებული სამხედრო მოდერნიზაციით და დამთავრებული დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობით.

არ მინდა, რომ საზოგადოებას რაღაც ფუჭი მოლოდინები გავუჩინო, კონკრეტიკა უშუალოდ გაწევრიანების ვადაზე და თარიღთან დაკავშირებით არ არის, თუმცა ჩვენი საუბრის ერთ-ერთი თემა და მოთხოვნაც პარტნიორების მიმართ იყო, რომ იქნებ ნელ-ნელა გავაჩინოთ ვადები, რომ ჩვენც და ჩვენმა საზოგადოებამაც იცოდეს როდის ველოდოთ ჩვენი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას და პასუხი იყო - ვიფიქროთ როგორ შეიძლება ამ ვადების გაწერა

განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ იმედის ეთერში.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა