logo
ENG


ცერცვაძე ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე: მოსახლეობის პასუხისმგებლობაა და არა მთავრობის
  • 631ნახვები

რეალურად, ცალსახად პასუხისმგებლობა არის არა მთავრობის, არა ხელმძღვანელობის, არა ჯანდაცვის, არამედ მოსახლეობის და რატომ? არ ვარ ტენდენციური. იმიტომ, რომ ჯანდაცვამ და მთავრობამ გააკეთა ყველაფერი. ვინმემ დამისახელოს, კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა. შემოიტანა 5 დასახელების ყველაზე უკეთესი ვაქცინა, მათ შორის, დღეისთვის ყველაზე რეიტინგული ფაიზერი, გახსნა ვაქცინაციის 500 პუნქტი, მობილური პუნქტები ავტობუსებში, ჯანდაცვის მესვეურები სოფელ-სოფელ, კარდაკარ დადიან და არწმუნებენ მოსახლეობას, რომ აიცრან. ამაზე მეტი არც ერთ ქვეყანაში არ გაკეთებულა და მეტი რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო?

ამბობს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე პალიტრანიუსის ეთერში ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელზე საუბრისას. 30 იანვრის მონაცემებით, სრულად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 42.4%. მთავრობის გეგმით, 2021 წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% უნდა აცრილიყო.



ასევე ნახეთ
close დახურვა