logo
ENG


მელია: რუსთავში დღეს ოცნება დამარცხდა, მივესალმები ოპოზიციის მიღწეულ ურთიერთშეთახმებას
ნიკა მელია
31 იან, 2022 16:38
მელია: რუსთავში დღეს ოცნება დამარცხდა, მივესალმები ოპოზიციის მიღწეულ ურთიერთშეთახმებას
  • 436ნახვები

მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას.

რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!

რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.

ასე ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!

ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!

წერს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია facebook-ზე. რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, ნოდარ შეროზია აირჩიეს.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა