logo
ENG


დეგნანი: ანაკლიაში ჩავედი და გული მეტკინა, ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა
კელი დეგნანი
01 თებ, 2022 21:44
დეგნანი: ანაკლიაში ჩავედი და გული მეტკინა, ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა
  • 688ნახვები

შაბათს დავესწარი ფოთის პორტში "პეისის" ტერმინალის გახსნას. ისინი გეგმავენ მის კიდევ უფრო განვითარებას, რადგან ფოთი მიმზიდველი ლოკაციაა.

ფოთის შემდეგ ანაკლიის მოსანახულებლად ჩავედი და გული მეტკინა, რადგან წელს უკვე გემები უნდა შესულიყვნენ ამ პორტში, ის უკვე ღია უნდა ყოფილიყო ბიზნესისთვის, გეგმის მიხედვით რომ წასულიყო პროექტი. ვფიქრობ, ეს ხელიდან გაშვებული  შესაძლებლობაა.

ჩვენ ვხედავთ, რომ რეგიონი უფრო იხსნება, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტმა ერთობლივი მუშაობის შესაძლებლობა მოიტანა. ვხედავთ ამაში საქართველოს რა მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია ანაკლიის სახით, რომელიც მე იმედი მაქვს, ერთ დღესაც მართლაც შეემატება ფოთისა და ბათუმის პორტებს.

ახლა საქართველოს გეგმები მხოლოდ ქაღალდზეა. ჩემი აზრით, თუკი ინვესტორები შემოვლენ მათ უნდა დაინახონ, რომ ხელისუფლება 100%-ით მხარს უჭერს ამ პროექტს.

თქვა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის" (EPRC) კონფერენციაზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა