logo
ENG


გამყრელიძე: ვფიქრობ, რომ გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ
  • 450ნახვები

ჩემი გადასახედიდან, ვფიქრობ, რომ გარკვეულ პიკურ პერიოდს გადავდივართ. მაღალი გვაქვს დადებითობის მაჩვენებელი, რაც ერთ-ერთი არაპირდაპირი ნიშანია, რომ ინფექცია აქტიურად ცირკულირებს, მაგრამ ნახტომისებური ზრდა ჯერჯერობით არ გვაქვს. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ სიტუაციას, როგორ განვითარდება. აქტიური შემთხვევების რაოდენობა 180 000-ზე მეტია, მაგრამ სისტემა უძლებს, ჰოსპიტლებზე დატვირთვა არ იზრდება. სერიოზული დატვირთვაა ლაბორატორიულ სექტორსა და პირველადი ჯანდაცვის სექტორზე, მაგრამ სისტემა მუშაობს.

ამბობს NCDC-ის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე. 3 თებერვალს, საქართველოში კორონავირუსის 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 42 ადამიანი. 



ასევე ნახეთ
close დახურვა