logo
ENG


დუდა: საქართველოს ტრაგიკული გამოცდილება აქვს რუსეთთან, მნიშვნელოვანია საერთო კონსულტაციები
ანდჟეი დუდა
04 თებ, 2022 00:17
დუდა: საქართველოს ტრაგიკული გამოცდილება აქვს რუსეთთან, მნიშვნელოვანია საერთო კონსულტაციები
  • 412ნახვები

საქართველოს ცოტა ტრაგიკული გამოცდილება აქვს რუსეთთან დაკავშირებით. ასევე, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ქალბატონმა პრეზიდენტმა თავისი მოსაზრება ამ საკითხზე ძალიან მკაფიოდ აღნიშნა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ერთობლივი კონსულტაციები, მეტი ძალისხმევა გამოვიწვიოთ ამ კუთხით, რადგან ამას აქვს დიდი მნიშვნელობა უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ჩვენ გამოვხატავთ ჩვენს სოლიდრობას და ჩვენთვის ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ის საკითხი, რომელიც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. 

საქართველო არის ჩვენი მოკავშირე ქვეყანა, ის არის ის სახელმწიფო, რომელთანაც ჩვენ ვმეგობრობთ.

მომავალ კვირაში ვგეგმავ ვიზიტებს და ასევე კონსულტაციების განხორციელებას როგორც ბრიუსელში, ასევე ბერლინში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის ინფორმაცია და კონსულტაცია, რომელიც იყო მოწოდებული საქართველოს პრეზიდენტის მიერ.

თქვა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. 



ასევე ნახეთ
close დახურვა