4 თვეა ვიმყოფები პატიმრობაში. იმ ხალხმა, ვინც არის პესიმისტურად განწყობილი, კარგად იციან, რომ სინამდვილეში ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველო მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ, პოლიტიკური პროცესები.
ადგილობრივი არჩევნები არასდროს იყო მნიშვნელოვანი და გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. თქვენ ნახეთ, რომ 3 დღის წინ, პრაქტიკულად, წავართვით ერთ-ერთი მთავარი ქალაქი - რუსთავი. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე ზუგდიდს. ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიძრა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი.
რამდენ ხანს ვიქნები ციხეში, ეს არის დამოკიდებული თქვენზე.
თქვა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე. დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.