logo
ENG


ნათელაშვილი: ივანიშვილის საქმიანობის შემსწავლელი კომისია იქნება პირველი მოთხოვნა პარლამენტში
  • 441ნახვები

პარლამენტში შესვლას კი არ ვაპირებ, პარლამენტში ვარ არჩევნების შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია. სტატუსია მთავარი, თორემ ფიზიკურად თუ სხედან პარლამენტში ზოგიერთი გვამები სამთავრობო ჯგუფებიდან, ქვეყნის ნგრევის, ადამიანების გაღატაკების და გამწარების მეტს არაფერს აკეთებენ და ჩვენ აქედან ვებრძვით, ახლა კიდე საკითხი ისე იყო რომ შიგნიდან გვებრძოლა. ჯერ პარტიას შესვლაზე გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ გამოკითხვის მიხედვით 90% უნდა რომ შევიდეთ... ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობის შემსწავლელი კომისია იქნება პირველი მოთხოვნა ჩემი, მაინც მათქმევინეთ...

განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ფორმულას ეთერში. შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, Facebook-ზე გამოკითხვას 10 იანვრიდან ატარებს. მომხმარებლებმა კომენტარებში უნდა დაწერონ - უნდა შევიდეს თუ არა ნათელაშვილი პარლამენტში. მისი თქმით, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს.



ასევე ნახეთ
close დახურვა