logo
ENG


გაბუნია: დღევანდელი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ ვართ პიკის ფაზაში
  • 530ნახვები

ის მაჩვენებელი, რაც დღეს გვაქვს, მიუთითებს იმას, რომ ვართ პიკის ფაზაში. მნიშვნელოვანია შევხედოთ, რამდენი ხანი გაგრძელდება პიკი და როდის გვექნება სურათი, რომ ინფექციამ დაიწყოს უკან დახევა. მომდევნო რამდენიმე დღე იქნება მნიშვნელოვანი დაკვირვების თვალსაზრისით. საყურადღებოა დადებითობის მაღალი მაჩვენებელი. მომდევნო რამდენიმე დღე მოგვცემს მეტ მტკიცებულებას, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემია და როდიდან უნდა ველოდოთ უკან დახევას და ინფექციის შემთხვევების შემცირებას.

ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. 8 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 24 616 შემთხვევა გამოვლინდა, 54 ადამიანი გარდაიცვალა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა