logo
ENG


ვაშაძე: ერთადერთი ქოლგა, რომლის ქვეშაც მე ვიქნები, სტრატეგია აღმაშენებელია
  • 607ნახვები

ერთადერთი ქოლგა, რომლის ქვეშაც მე ვიქნები, სტრატეგია აღმაშენებელია. ვფიქრობ, რომ დრო მოჭამა იდეებმა - ყველა ოპოზიცია ერთად, ყველა ნაციონალური მოძრაობის გარშემო, ამ სტრატეგიამ არ გაამართლა.

ამ სტრატეგიიდან გამომდინარე ქართული ოცნება, ფაქტია, რომ დღესაც ხელისუფლებაშია და სწორედ ეს უნდა მას, რომ ყველა გახადოს ნაციონალური მოძრაობა, რომ მერე ილაპარაკოს - "ყველანი ნაციონალური მოძრაობა ხართ და მე უნდა დავრჩე ხელისუფლებაში". ჩვენი ამოცანა არის განსხვავებული მიდგომების ჩვენება, ყველა თემასთან დაკავშირებით ინდივიდუალურად მივიღებთ გადაწყვეტილებას.

თქვა სტრატეგია აღმაშენებელის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გიგი უგულავას პოსტთან დაკავშირებით. უგულავამ დღეს, 8 თებერვალს ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც პოლიტიკურ პარტიებზეც საუბრობს.



ასევე ნახეთ
close დახურვა