logo
ENG


ჰოჯესი: რუსეთი უკრაინის ეკონომიკასაც ანგრევს, დიპლომატიური, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება
ბენ ჰოჯესი
08 თებ, 2022 23:56
ჰოჯესი: რუსეთი უკრაინის ეკონომიკასაც ანგრევს, დიპლომატიური, ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება
  • 625ნახვები

ჩემზე პრეზიდენტ ზელენსკის შემართებამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მას ესმის ის დიდი საფრთხე, რომელიც ემუქრება მის ქვეყანას. ის არ ითხოვს ჯარისკაცებს სხვა ქვეყნებისგან, ის ითხოვს აღჭურვილობას, ტყვია-წამალს და ფინანსურ მხარდაჭერას, იმიტომ, რომ ის, რასაც რუსეთი აკეთებს, უკრაინის ეკონომიკის დანგრევაცაა. მას სჭირდება დიპლომატიური და ფინანსური მხარდაჭერა. 

დიახ, საფრთხედ ნამდვილად რეალურია. ჩემი აზრით, 90%-ია შანსი იმისა, რომ რუსეთი წამოიწყებს თავდასხმას - არა მასიურ თავდასხმას, არამედ გააგრძელებს იმას, რასაც აკეთებს შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ და აზოვის რეგიონში. საკმაოდ რეალურია, რომ ისინი გააგრძელებენ ასეთ წნეხს უკრაინაზე. 

თქვა ამერიკელმა გენერალმა, ბენ ჰოჯესმა ფორმულას ეთერში უკრაინის შესახებ ლაპარაკისას. 



ასევე ნახეთ
close დახურვა