logo
ENG


იოზვიაკი: ვფიქრობ, ევროკავშირში არის საქართველოთი ე.წ. დაღლა, სტრატეგიული პაუზაა
  • 717ნახვები

დიახ. ვფიქრობ, რომ ევროკავშირში არის საქართველოთი ე.წ. დაღლა. შარლ მიშელმა პირადად ძალიან ბევრი ჩადო. ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩვეულებრივ რასაც აკეთებს, ამაზე გაცილებით მეტი ჩადო. 27 ქვეყანაზე უნდა ემუშავა, მაგრამ ძალიან დიდი ინტერესი გამოიჩინა საქართველოს მიმართ. ახლა, უფრო მეტი ფოკუსირება ხდება სომხეთსა და აზერბაიჯანზე. მაკრონთან ერთად ხანგრძლივი საუბარი იყო ალიევთან და ფაშინიანთან, ტელეფონზე გაცილებით დიდი დრო გაატარა ამ ორ პრეზიდენტთან და ეს არის სიგნალი საქართველოსთვის, რომ ევროკავშირი-ბრიუსელი საკმაოდ დაღლილია. რა თქმა უნდა, არასდროს მიანებებს თავს ევროკავშირი საქართველოს, მაგრამ დღესდღეობით არსებობს სტრატეგიული პაუზა სადაც საქართველო ცოტა გვერდზეა გაწეული. იმედია, სიტუაცია გაუმჯობესდება, ევროკავშირი არასდროს გარიყავს საქართველოს, მაგრამ ფოკუსი და აქცენტი გადატანილია სხვა მიმართულებით.

 

თქვა რადიო "თავისუფლების" მიმომხილველმა რიკარდ იოზვიაკმა ფორმულასთან ინტერვიუში.

წამყვანმა მას ჰკითხა: ევროკავშირის ელჩმა დასვა კითხვა, სად მიდის საქართველო და რა იქნება მისი შემდეგი ნაბიჯი. მას შემდეგ, რაც ვნახეთ ნახევრადგამოხატული პოზიცია უკრაინაზე ხელისუფლების მხრიდან, გაიზარდა თუ არა იმედგაცრუება ბრიუსელში? 



ასევე ნახეთ
close დახურვა