logo
ENG


ილვესი: გვცოდნოდა, პუტინი 2022-მდე დარჩებოდა, იქნებ საქართველო NATO-ში მიგვეღო
  • 1532ნახვები

2008 წელს პუტინი 8 წლით იყო თანამდებობაზე. მაშინ რომ გვცოდნოდა, რომ ის კრემლში 2022 წლამდე, ან კიდევ უფრო 2030 წლამდე დარჩებოდა, შეიძლებოდა გვეთქვა ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის, რომ ნატოში მივიღებთ. 

[...] [2008 წლის NATO-ს ბუქარესტის სამიტიდან] პირველ რიგში მახსოვს ის, რაც პუტინმა პრეზიდენტ ბუშს უთხრა: "უკრაინა სახელმწიფო არ არის". ამან ბუშზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ამის შესახებ ყველას ესაუბრებოდა. გადაწყვეტილება, რომ არ გაეხსნათ უკრაინისთვის და საქართველოსთვის წევრობის კარი მარტივად მიიღეს: ანგელა მერკელმა და ნიკოლა სარკოზიმ თქვეს "Nein" და "Non". მახსოვს პოლონეთის აწგარდაცვლილი პრეზიდენტი ლეხ კაჩენსკი ამაზე აღშფოთდა და გერმანიის დელეგაციას ეკამათა. ამის შემდეგ ყველასთვის ცნობილი კომპრომისის დოკუმენტი შედგა - ისინი დაპირდნენ აგწევრიანებას, მაგრამ არ დააკონკრეტეს თარიღი. ამ გადაწყვეტილებამ მწვანე შუქი აუნთო პუტინს, განეხორციელებინა ნებისმიერი ქმედება საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ. 

თქვა ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტოომას ჰენდრიკ ილვესმა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში



ასევე ნახეთ
close დახურვა