logo
ENG


ოპერატორი მოსამართლეს: გთხოვთ, უმკაცრესად დაისაჯოს ყველა, ვინც ჩემზე და კოლეგებზე იძალადა
  • 1102ნახვები

ამდენი წელია მე ტელევიზიაში ვმუშაობ და არასდროს მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა. არანაირი სურვილი არ მაქვს, რომ უდანაშაულო ადამიანი ჩემ გამო ციხეში ჩაჯდეს. თუმცა ერთს ვიტყვი, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ჩემზე და ჩემს კოლეგებზე იძალადა, უმორჩილესად გთხოვთ, რომ ყველა უმკაცრესად იყოს დასჯილი. იმიტომ არა, რომ მე პირადად მასთან პრობლემა მაქვს, არა, იმიტომ, რომ მსგავსი რამ აღარ განმეორდეს აღარასდროს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ამდენი აქცია მაქვს გადაღებული, უარესი რაღაცები ხდებოდა, იქაც კი არ მომხდარა მსგავსი რამე, რომ ჟურნალისტებზე ასეთი ზეწოლა ყოფილიყო. ძალიან მწყდება გული, რომ აქ მიწევს ყოფნა და ამ თემაზე საუბარი. ვერასდროს წარმოიდგენთ, რა მდგომარეობაში ვარ თუნდაც ემოციურად, თუნდაც ასე რომ გამოვდივარ. 

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპარატორმა ილია თვალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე. 5 ივლისის მოვლენების დროს მას ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა