logo
ENG


ოპერატორი 5 ივლისის შემდეგ: თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო
  • 1941ნახვები

ტელევიზიაში ვარ გასული, მაგრამ პენსიაზე ვარ, რადგან ჩემს დაკისრებულ მოვალეობას ვერ ვასრულებ, მეხსიერებაზე მაქვს პრობლემა, მავიწყდება რაღაცები. ჩემი პროფესია ჩემი თვალია, თვალი აღარ მაქვს იმისთვის, რომ ჩემი საქმე შევასრულო. სათვალე მანამდე არასდროს მკეთებია, სათვალის გარეშე ვერ ვხედავ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი შეიცვალა, ის ილიკო თვალიაშვილი აღარ ვარ, ვინც ვიყავი, რადგან ვერაფერს ვაკეთებ, მირჩევნია, სახლში მშვიდად, წყნარად ვიყო, რათა საკუთარ თავს გავუფრთხილდე. რაც შეეხება სამსახურს, პრაქტიკულად, ფუნქცია მაქვს დაკარგული, მაქსიმუმ შეიძლება, "ლაივჩართვა" გავაკეთო, კამერა შტატივზე დავდგა, ჩავრთო, გავთიშო".

 

თქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპარატორმა ილია თვალიაშვილმა სასამართლო სხდომაზე. 5 ივლისის მოვლენების დროს მას ძალადობრივმა ჯგუფებმა თვალები დაუზიანეს.



ასევე ნახეთ
close დახურვა