logo
ENG


ნათელაშვილი: ომიკრონი დამიდასტურდა, სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე ვაპირებდი დასწრებას
  • 853ნახვები

დღეს საღამოს დამიდასტურდა ომიკრონი. პროცესი მიდის უაღრესად მსუბუქად. სრული დატვირთვით ვმუშაობ რამდენიმედღიანი კარანტინის რეჟიმით. არადა ყველაზე ნაკლებად ველოდებოდი ამას. სამშაბათს პარლამენტის სხდომაზე ვაპირებდი დასწრებას, ხოლო შემდეგ ჩემი დაბადების დღეც დგებოდა. არაა პრობლემა. ცხოვრება გრძელდება და მოკლე ხანში ისევ გამოგეცხადებით.

წერს Facebook-ზე ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი. შემდეგ კვირაში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნათელაშვილისთვის, არასაპატიო გაცდენების მიზეზით, დეპუტატის მანდატის შეწყვეტას უყრიან კენჭს. საკითხს მხარი უკვე დაუჭირა საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა.



ასევე ნახეთ
close დახურვა