ომიკრონზე მუშაობს თუ არა ვაქცინა, მე ვფიქრობ, რომ ამაზე ჯანმოსაც შეიძლება, არ ჰქონდეს პასუხი.
ეს არ არის ჩემი კომპეტენეცია, მე ხომ არ ვარ ეპიდემიოლოგი ან ინფექციონისტი რომ გითხრათ, რა მუშაობს და რა - არა.
თქვა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ღარიბაშვილის თქმით, "ომიკრონის შემთხვევაში ვაქცინა უმეტესად არ მუშაობს". მან ამით ახსნა მწვანე პასპორტის გაუქმების გადაწყვეტილება.