logo
ENG


გამყრელიძე: ჰოსპიტლებში მწოლიარე პაციენტებიდან, დაახლოებიოთ, 95% აუცრელია
  • 997ნახვები

ჰოსპიტლებში მწოლიარე 6000 პაციენტიდან, დაახლოებიოთ, 95% აუცრელი გახლავთ. მათ შორის, რეანიმაციებში მყოფი პაციენტებიდან, მაღალი პროცენტი აუცრელია. ხაზი უნდა გაესვას, რომ აცრა და განსაკუთრებით, ბუსტერი, იცავს ადამიანს უფრო მთავარისგან ესაა გართულება, მოხვედრა ინტენსიურ თერაპიაში, რეანიმაციაში და ფატალური გამოსავალი. ამიტომ დღეს ორი მთავარი იარაღი რჩება ომიკრონთან საბრძოლველად, ესაა პირბადე, რომელსაც ჯერ ვერ შეველევით, ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეში, ეს უნდა გახდეს ჯერჯერობით, ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი, იმიტომ რომ ომიკრონი და კოვიდინფექცია არ მორჩება ერთ დღეს. ასევე, მეტი ადამიანი მივიდეს და აიცრას, განსაკუთრებით, ვინც ორჯერ აცრილია, ჩაიტაროს ბუსტერი. 

თქვა NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.



ასევე ნახეთ
close დახურვა