logo
ENG


ჯაფარიძე: მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოცნება, არ შევწყვეტთ ბრძოლას
  • 979ნახვები

ჩვენ ვერ გაგვტეხავს ვერანაირი გადაწყვეტილება, მათ შორის ჩემი მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება. ეს ჩვენს სულისკვეთებას ვერ დააზიანებს, არ შეამცირებს ჩვენს ძალისხმევას, რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ კრიზისიდან. პირიქით, გამიძლიერებს მოტივაციას იმისათვის, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ბრძოლა ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის და ამ ქვეყნის დასაახლოებლად ევროპულ ოჯახში, სადაც არის მისი კუთვნილი ადგილი ოღონდ ჩვენ ამისთვის უნდა ვიშრომოთ და დიდი ღვაწლი გავწიოთ.

მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ქართული ოცნება, ჩვენ არ შევწყვეტთ ბრძოლას იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში რეფორმები გაგრძელდეს, პარლამენტის შიგნით, პარლამენტის გარეთ.

 

თქვა ლელოს ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პლენარულ სხდომაზე. დღევანდელ სხდომაზე ჯაფარიძისთვის, ხოშტარიასა და ნათელაშვილისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას კენჭს უყრიან. 



ასევე ნახეთ
close დახურვა