logo
ENG


პაპუაშვილი: ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში
  • 924ნახვები

საქართველოს პარლამენტი იყო რიგით მეორე პარლამენტი, რომელმაც მიიღო უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია. სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილმა ამ რეზოლუციას ხმა არ მისცა, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ უკრაინელი კოლეგებისგან მოვისმინეთ მადლობა ამ რეზოლუციისთვის. ზოგადად, საქართველოს ყველაზე კარგად ესმის, რა მდგომარეობაში იმყოფება ახლა უკრაინა. ამიტომ, მთავარი მიზანი და რეზოლუციის შინაარსიც სწორედ ეს იყო - არის ომის არდაშვება. ყველანაირად უნდა შევეცადოთ, რომ თავიდან ავირიდოთ ახალი ომი უკრაინაში, ვინაიდან ეს მათ შორის საქართველოს უსაფრთხოების საკითხთანაც არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკრაინელ ხალხს ვუცხადებთ მკაფიო სოლიდარობას და მხარდაჭერას იმაში, რომ არ მოხდეს ახალი ომი უკრაინაში. 

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. რაც შეეხება რეზოლუციას, რომელზეც ის საუბრობს - პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი დოკუმენტი მიიღო, თუმცა, მასში რუსეთი ნახსენები არ არის. 



ასევე ნახეთ
close დახურვა