თვითონ როგორც უნდა გადაწყვიტოს, ვერავინ შეუშლის ამაში ხელს და ვერავინ შეაჩერებს. თვითონ [მიხეილ სააკაშვილი] იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იმოქმედოს და რა გააკეთოს. რა პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა შეცვალოს? ეს მისი გადასაწყვეტია, უნდა იშიმშილოს, უნდა რამდენიც უნდა ჭამოს, ვინ უშლის?
ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, შეცვლის თუ არა სააკაშვილის შიმშილობა პოლიტიკურ დღის წესრიგს.
სააკაშვილმა 21 თებერვლიდან უვადო შიმშილობა გამოაცხადა.