logo
ENG


სამადაშვილი: ირაკლი ღარიბაშვილი არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე
  • 1155ნახვები

როდესაც კიევის ქუჩებში მიდის ბრძოლა უკრაინის სახელმწიფოს გადასარჩენად და ყველას გვესმის, რომ უკრაინის სახელმწიფოს დაცემა ნიშნავს იმას, რომ დასრულდება დამოუკიდებელი სახელმწიფოს 30 წლიანი ისტორია, ამ პირობებში, როდესაც ქვეყანას მართავს ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ უკრაინის და საქართველოს ჰიმნის გაჟღერება უსარგებლო ხმაურია, ვერანაირ სხვა შეფასებას ვერ მივცემ, გარდა იმისა, რომ დღეს ქვეყნის ხელისუფლებას მეთაურობს ადამიანი, რომელიც ქართველი ხალხის და ქვეყნის მოღალატეა. დღეს ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად გააფორმა საკუთარი ადგილი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში იქ, სადაც არიან სერგო ორჯონიკიძეები.

ირაკლი ღარიბაშვილი არის თანამედროვე სერგო ორჯონიკიძე. სიმბოლურია, დღეს 25 თებერვალია, გასაბჭოების დღე. დღე, როდესაც ჩვენ წაგვერთვა ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსი ძალიან დიდი ხნით. სწორედ დღეს, ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად გააფორმა საკუთარი, როგორც იდეოლოგიურმა მემკვიდრემ იმ ქართველი ბოლშევიკების, რომლებიც შემოუძღვნენ რუსეთის ჯარს ჩვენს ქვეყანაში ამ დღეს და დაასრულეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებელი სახელმწიფო.

 

თქვა ფორმულას ეთერში ლელოს წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა. ოპოზიციის წევრები უკრაინის თემაზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომას ითხოვდნენ. ოცნებამ სხდომა ჩაშალა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციის მოთხოვნას კი "მავნებლობა და უსარგებლო ხმაური" უწოდა.



ასევე ნახეთ
close დახურვა