logo
ENG


რეზნიკოვი: მხოლოდ ჩვენ არ გვჯერა ჩვენი გამარჯვების, სიბნელე უკან დაიხევს, განთიადი ახლოსაა
  • 3270ნახვები

სამი დღე, რომელმაც სამუდამოდ შეცვალა ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო. სად არიან ისინი, ვინც კიევის ორ საათში აღებას გვიპირდებოდა? მე მათ ვერ ვხედავ. უბრალოდ მესმის, როგორ იმართლებენ თავს. მე ვხედავ გმირულ არმიას, გამარჯვებულ მცველებს, უშიშარ მესაზღვრეებს, თავგანწირულ მაშველებს, საიმედო პოლიციელებს, დაუღალავ სამედიცინო ანგელოზებს. ყველას, ვინც საკუთარ მოვალეობას ასრულებს.

ვხედავთ ათასობით მოქალაქეს, რომლებმაც იარაღი აიღეს, შეუერთდნენ ტერიტორიული თავდაცვის რიგებს და იბრძვიან თავიანთი შვილებისთვის და მომავლისთვის, მათთვის ვინც უყვართ, თავიანთი სახელმწიფოსთვის, წინაპრების ხსოვნისთვის.

თქვენ გხედავთ ყველა, მთელი მსოფლიო!

წინ კიდევ ბევრი გამოცდაა. ახლა მხოლოდ ჩვენ არ გვჯერა ჩვენი გამარჯვების. ბევრმა საბოლოოდ დაძლია შიში. ყოველ საათში სულ უფრო მეტი ადამიანი ხვდება, რომ ასეთი ჯარი ევროპაში არ არსებობს არსად და ჩვენი არმიისა და ხალხის გარეშე ევროპა არასდროს იქნება უსაფრთხო. ჩვენ გარეშე ევროპა უბრალოდ არ იარსებებს. ამიტომ ახლა დახმარებას ვიღებთ, რაც სამი დღის წინ შეუძლებელი იყო.

სიბნელე უკან დაიხევს. განთიადი ახლოსაა. დიდება უკრაინას! დიდება უკრაინის გმირებს.

წერს უკრაინის თავდაცვის მინისტრო ოლექსი რეზნიკოვი facebook-ზე.

 



ასევე ნახეთ
close დახურვა