logo
ENG


რეზნიკოვი: ოკუპანტები საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან
  • 1095ნახვები

თავდაცვის 128 საათი. არსებული მონაცემებით, რუსი ოკუპანტები უახლოეს მომავალში ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციის დასაწყებად ემზადებიან. მათი მიზანია, ტყუილის დახმარებით გატეხონ უკრაინელი ხალხი და უკრაინული არმია.

პირველ რიგში, ისინი კომუნიკაციების გათიშვას გეგმავენ. ამის შემდეგ გაავრცელებენ ინფორმაციას, რომ თითქოს უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დანებდა. სავარაუდოდ, იქნება ხელმოწერილი "დოკუმენტები", ასევე დამუშავებული, ყალბი ვიდეოები. ეს სიცრუეა!

არ დავნებდებით, მხოლოდ გამარჯვება! გააფრთხილეთ ყველა, ვინც შეგიძლიათ, ბევრი მათგანი, ვინც კიევის აღებას 2-3 დღეში ელოდა, უკვე ჯოჯოხეთშია. იარაღი მაგრად დაიჭირეთ! ვაგრძელებთ წინააღმდეგობას! დიდება უკრაინას!

აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.



ასევე ნახეთ
close დახურვა