6 დღის წინ ვლადიმერ პუტინი შეეცადა, შეერყია თავისუფალი სამყაროს საფუძვლები. მას ეგონა, რომ შეძლებდა უკრაინაში შეღწევას და მსოფლიო უკან დაიხევდა. ამის ნაცვლად, მას დახვდა სიძლიერის ისეთი კედელი, როგორსაც ვერასდროს წარმოიდგენდა. მას დახვდა უკრაინელი ხალხი.
პრეზიდენტი ზელენსკიდან დაწყებული, ყველა უკრაინელით დამთავრებული, მათი უშიშრობა, გამბედაობა, სიმტკიცე, შთააგონებს მსოფლიოს. მოქალაქეთა ჯგუფები ტანკებს აჩერებენ თავიანთი სხეულით. ყველა, სტუდენტიდან დაწყებული, პენსიონერით და მასწავლებლებით დამთავრებული, სამშობლოს დამცველებად გადაიქცნენ.
განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.