logo
ENG


რეზნიკოვი: როგორც არასდროს, გვაქვს მიზეზი, ვიყოთ დარწმუნებული - აუცილებლად გავიმარჯვებთ
  • 1093ნახვები

უკვე ერთი კვირაა, უკრაინა უკუაგდებს რუს ოკუპანტებს. არავის, გააცნობიერეთ ეს, რომ არც რუსეთში და არც დასავლეთში არავის სჯეროდა, რომ ერთ კვირას გავძლებდით. მხოლოდ მე და თქვენ გვჯეროდა.

24 თებერვლამდე უკრაინელების ორი მესამედი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემთხვევაში, ჩვენ გავძლებდით. დღეს, თითქმის 90% სჯერა ეს. ეს ჩვენი დამცველების გმირობის შედეგია. ეს თითოეული თქვენგანის თავდადებაა.

ჩვენი ექიმები, მაშველები, მუშები, ჟურნალისტები, რკინიგზელები, ფინანსისტები წინა ხაზზე დგანან. ქვეყანა არ გაჩერებულა და იბრძვის. მინდა ხაზგასმით გამოვყო სამხედრო და სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელები და მერები, რომლებიც წინა პლანზე არიან. ჩერნიხივი, სუმი, კონოტოპი, მარიუპოლი, ხერსონი, ნიკოლაევი - ევროპის ფორპოსტებია.

ჩვენმა არმიამ გაანადგურა ათასობით ოკუპანტი და მტრის იმდენი აღჭურვილობა, რომ შესაძლებელი იქნებოდა ერთი სახელმწიფოს ჯარების შეიარაღება. ჩვენი შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები იზრდება, დახმარება მოდის. ბევრ ნაწილში ტერორორიზმისგან თავდაცვის მებრძოლებმა ბრწყინვალედ წარმოაჩინეს თავი. ჩვენი საჰაერო ძალები ლეგენდები გახდნენ. მედესანტეები, ქვეითები, არტილერია - ეს ყველაფერი ამტკიცებს, რომ უკრაინელები საუკეთესოები არიან.

გუშინ მოქალაქეებს სრული წინააღმდეგობისკენ მოვუწოდე. მტრის კომუნიკაციები უნდა განადგურდეს. ეს მეტასტაზები ჩვენს მიწაზე გავრცელებას ცდილობენ. რუს ურწმუნოებს სამარცხვინო დამარცხების შეეშინდათ და კაცობრიობის წინაშე დანაშაულის ჩადენა დაიწყეს - ბომბავენ საავადმყოფოებს, კლავენ ქალებსა და ბავშვებს. ეს აღარ არის ჯარი, ესენი ჩვეულებრივი მშიშრები და ტერორისტები არიან.

ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა წინ, იქნება სისხლი, ცრემლები და ტკივილი, მაგრამ ახლა, როგორც არასდროს, ჩვენ გვაქვს მიზეზი, ვიყოთ დარწმუნებული. აუცილებლად გავიმარჯვებთ, დიდება უკრაინას!

აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი.



ასევე ნახეთ
close დახურვა