logo
ENG


ჯონსონი: რუსეთს მძიმე სანქციები დავადეთ და მეტსაც გავაკეთებთ, სანამ აგრესია არ შეწყდება
  • 1129ნახვები

ჩვენ ვმუშაობთ 25 პარტნიორთან და მოკავშირესთან, რათა მხარი დავუჭიროთ იმას, ვინც ჩართულია ომში. არა მხოლოდ იმისთვის, რომ დავიცვათ მათი სახლები, არამედ მათი თავისუფლება და თავად დემოკრატია. 

აშშ-სთან და ევროკავშირთან ერთად ჩვენ რუსეთს მძიმე სანქციები დავადეთ და მეტსაც გავაკეთებთ, სანამ აგრესია არ შეწყდება. 

მსოფლიო ზურგს აქცევს პუტინს და მის რეჟიმს. საერთაშორისო კორპორაციები წყვეტენ კავშირებს რუსეთთან, სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობა წყდება, ერები ერთმანეთის მიყოლებით ამ პოზიციას იკავებენ. 

მივმართავ იმ უკრაინელებს, რომლებიც არიან აქ, დიდ ბრიტანეთში -  ჩვენ საშინლად ვნერვიულობთ თქვენს ოჯახებსა და მეგობრებზე. გარწმუნებთ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ ლტოლვილებს. 

თუ ხარ უკრაინელი დიდ ბრიტანეთში, უფრო მარტივი იქნება, გამოვიყვანოთ თქვენი ოჯახის წევრები "უკრანული ოჯახის სქემის" ფარგლებში. 

სამშაბათს დავაანონსე ახალი ჰუმანიტარული დაფინანსების მარშრუტი. გავცემთ ასობით ათასი ფუნტის ჰუმანიტარულ დახმარებას ხალხის მიერ გაღებულ შემოწირულობებთან ერთად. 

პუტინმა ძალიან არასწორად გათვალა. 

თავისუფალი სამყარო გაერთიანებულია, რათა წინ აღუდგეს მის ბარბაროსობას. ამ უსამართლო და დაუსაბუთებელი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინელი ხალხის სიმტკიცემ და დაუმორჩილებლობამ მსოფლიოს მცხოვრებლების გულები შეძრა. 

პრეზიდენტ ზელენსკის თითქმის ყოველდღე ველაპარაკები და გაოცებული ვარ მისი სიმამაცით, სიმშვიდით, მიზადასახულობით, ისევე, როგორც გაოცებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირობით. 

და მე ვიცი, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს, პუტინი უნდა დამარცხდეს. 

ჩვენი ფიქრები და ჩვენი სიმპატია არის მთელ უკრაინასთან და მის ბრძოლასთან თავისუფლებისთვის. 

დიდება უკრაინას. 

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის შესახებ მორიგი მიმართვა გაავრცელა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა