logo
ENG


ხარკოვის მერი: კახა კალაძეს ვესაუბრე, მკაფიოდ თქვა, რომ ამ მძიმე დღეებში ის ჩვენთანაა
  • 4562ნახვები

ჩვენ ვაფასებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას. კახა კალაძეს ვესაუბრე ტელეფონით. მან გამოხატა თავისი მხარდაჭერა. ქალაქ ხარკოვს გამოუთქვა მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, დღეს მსოფლიოს ყველა ხელისუფლება კონცენტრირებული იყოს, რათა შეწყდეს აგრესია.

კახამ გამოხატა თანაგრძნობა იმის მიმართ, რაც ხდება უკრაინაში, ქალაქ ხარკოვში. მან შემოგვთავაზა, თუ რაიმე დახმარება დაგვჭირდება, ყოველთვის მივმართოთ მას. მკაფიოდ თქვა, რომ ამ მძიმე დღეებში ის ჩვენთანაა. მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან სერიოზულია, რადგან მე ძალიან კარგად ვარ განწყობილი კახა კალაძის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს არის სოლიდარობის გამოხატულება. 

 

თქვა ფორმულანიუსთან ინტერვიუში ხარკოვის მერმა იგორ ტერეხოვმა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა