logo
ENG


ბრიტანეთის ელჩი: ფოკუსი უკრაინასა და მის მომავალზე ვრცელდება საქართველოზეც
  • 466ნახვები

დღეს გვიწევს მოქმედება სამწუხარო რეალობაში, რუსეთის შეჭრის ფონზე. და ჩვენ ვნახეთ უპრეცედენტო კოალიცია რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. ეს არის კომბინაცია ევროკავშირის ქვეყნების, ნატოს მოკავშირეების, დიდი შვიდეულის პარტნიორების და სხვა ქვეყნების, რომლებიც ერთად დადგნენ, რათა დაგმონ რუსეთის შეჭრა. 

უკრაინის გადასაწყვეტია, რომელი ალიანსის წევრი გახდება, იგივე ვრცელდება საქართველოზეც. მთელი ფოკუსი უკრაინაზე და მის მომავალზე ვრცელდება საქართველოზეც. გაერთიანებული სამეფო რჩება ერთგული იმ ვალდებულებებისა, რომელიც ნატომ ჯერ კიდევ ბუქარესტში აიღო. ალიანსის კარი ღია რჩება. საქართველოს გადასაწყვეტია, რომელი ალიანსი აირჩიოს. 

თქვა დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში, მარკ კლეიტონმა ფორმულას ეთერში, სოფო ზურაბიანთან ინტერვიუში. 



ასევე ნახეთ
close დახურვა